ბორნმუტის უნივერსიტეტის მედიასკოლის ინტერაქტიული ისტორიების კონკურსი – ვადა 27.11.2020

გეოგრაფია – მსოფლიო.

ბორნმუტის უნივერსიტეტის მედიასკოლა იღებს განაცხადებს New Media Writing Prize-ზე.კონკურსზე საკუთარი ინოვაციური მასალების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, ბლოგერებს, მხატვრებს და მწერლებს.

მიიღება განაცხადები ინოვაციური და ინტერაქტიული სთორითელინგის ჟანრში, შესრულებული სპეციალურად პერსონალური კომპიუტერის ან ტელეფონის მეშვეობით წასაკითხად/სანახავად.

ეს შეიძლება იყოს, მოთხრობა, რომანი, დოკუმენტური ნაწარმოები, ვიდეო ან ანიმაცია აუდიტორიასთან ურთიერთქმედების შესაძლებლობით.
კონკურსის მთავარი გამარჯვებული მიიღებს 1 000 ფუნტს.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 27 ნოემბერი 2020 წ; სტუდენტური კატეგორია – 18 დეკემბერი 2020 წ.