ბოლო 3 წელიწადში საქართველოში კენკროვანი კულტურები 560 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა

საქართველოში კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვი; უეკლო მაყვალი; ჟოლო) გაშენებისთვის, 2015-დან 2018 წლის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 337 438 მილიონი ლარი აქვს გაცემული.

თანადაფინსების პროგრამის ფარგლებში კენკროვანი ბაღები საერთო ჯამში 560,79 ჰექტარზე  გაშენდა. უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით,  სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში 169 ფერმერმა ისარგებლა.

მათგან, ლურჯი მოცვი 63 ფერმერს აქვს გაშენებული 285.72 ჰექტარზე. აღნიშნული კულტურის გაშენებისთვის 2015 -დან 2018 წლის ჩათვლით, თანადაფინანსების სახით გაცემულია 4 027 380 მილიონი ლარი. მოცვი გაშენებულია დასავლეთ საქართველოში: აჭარაში – 34,08 ჰა; გურიაში – 50,61 ჰა; იმერეთში-  43,46 ჰა; სამეგრელოში – 157,57 ჰა.

უეკლო მაყვალი საქართველოში გაშენებული აქვს 57 ფერმერს, რისთვისაც სახელმწიფომ ამავე საანგარიშო პერიოდში, თანადაფინანსებით გასცა 994 565 ლარი. მაყვალი საქართველოს შვიდ რეგიონშია გაშენებული და საერთო ჯამში 130,30 ჰექტარი უკავია. იმერეთი – 6,80 ჰა; სამეგრელო – 4,53 ჰა; კახეთი – 62,50 ჰა; მცხეთა-მთიანეთი 7,22 ჰა; სამცხე-ჯავახეთი 0,75 – ჰა; ქვემო ქართლი – 14,36 ჰა; შიდა ქართლი – 34,13 ჰა.

© ნოდარ ლაფანაშვილი

ჟოლო საქართველოში გაშენებული აქვს 67 ფერმერს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ჟოლოს ბაღების გაშენებისთვის 2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 1 315 492 მილიონი ლარი. კონკრეტული კენკროვანი კულტურა საქართველოს რვა რეგიონშია გაშენებული და 144.78 ჰექტარი უკავია. გურია – 23,10 ჰა; იმერეთი – 21,60 ჰა; სამეგრელო – 3,80 ჰა; კახეთი – 20,94 ჰა; მცხეთა-მთიანეთი – 16,08 ჰა; ქვემო ქართლი 18,95 ჰა; შიდა ქართლი 37,91 ჰა; სამცხე-ჯავახეთი 2,40 ჰა.

საქ. სტატის 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კენკროვანი კულტურები საერთო ჯამში 1000 ჰექტარზეა გაშენებული.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი