ბათუმის საკრებულოს 2021 საქმიანობის შეფასება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ბათუმის საკრებულოს კონტროლის, მექანიზმს უწუნებს. ორგანიზაციის შეფასებით, წარმომადგენლობით ორგანოს არ აქვს პრაქტიკა, თანამდებობის პირებს თუ მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებს, ანგარიშები მოსთხოვოს და ამისთვის სპეციალური სხდომები ჩანიშნოს. „გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევაში ასევე აღნიშნავს, რომ სხდომებს ფაქტობრივად არ ესწრებიან რიგითი მოქალაქეები, რომ გენდერული საბჭო ხარვეზებით მუშაობს და ქალების გაძლიერებისთვის არ მუსაობს. კვლევის ავტორი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ საკრებულოს წევრებს, არ მოუხდენიათ რეგირება, ბათუმის მერის მოულოდნელ გადადგომასთან დაკავშირებით. კვლევის შესახებ უფრო ვრცლად, დღის მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.

© TV25.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp