ახალციხიდან ამერიკაში – ნინო ჟუჟუნაძე ევროპული სკოლის შემდეგ სავლას ამერიკაში გრანტით განაგრძობს 

2021 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამას 34 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები არიან აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. კურსდამთავრებულთა 30%-მა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა. ისინი მომავალი სასწავლო წლიდან შეუერთდებიან თავიანთ თანატოლებს ესპანეთის, ნიდერლანდების, უნგრეთის, იტალიის, ბელგიის, ესტონეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ყატარის, თურქეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლეს სასწავლებლებში.  ერთ-ერთი ვინც სწავლას დაფინანსებით ამერიკაში განაგრძობს ახალციხელი ნინო ჟუჟუნაძეა. ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლება, მოგვიანებით კი ბიოქიმიურ ინჟინერიაში დასპეციალიზდება.

გადაცემა სრულად – სათვალე – 156.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp