ახალგაზრდული ონლაინ მედი-Thon UNICEF-ისაგან – ვადა 15.09.2020

გეოგრაფია – მსოფლიო

აღნიშნულ ონლაინ ღონისძიებაზე მოწვეული არიან 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებენ კონტენტს.
UNICEF-ის მიერ ორგანიზებული მედი-Thon https://www.unicef.org/ გაიმართება 23-24 სექტემბერს. მისი მიზანია  – შეიქმნას კონტენტი იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც დღეს ახალგაზრდები ეჩეხებიან და მეორე, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის იდეებზე მსჯელობა.

მონაწილეები გამოცდილი მენტორებისაგან შეისწავლიან უნარებს თანამედროვე სთორითელინგისთვის. ასევე, გამოაქვეყნებენ საკუთარ ნამუშევრებს  Voices of Youth-ის და სხვა პლატფორმებზე.

მონაწილეობისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა და ინგლისურის ან ესპანურის თავისუფლად ფლობა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 15 სექტემბერი 2020 წ.