ახალგაზრდები ფაროსანას წინააღმდეგ [Video]

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ახალზგარდა მოხალისეებიც იყვნენ ჩართული. 105  მოხალისეს USAID REAP-ის და NFA-ს მიერ ტრენინგები ჩაუტარდა. მათ მავნებლის წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდათ. სწავლების დასრულების შემდეგ, ზუგდიდისა და წალენჯიხის 16 თემის 37 სოფელში გადანაწილდნენ. თითოეული მოხალისე დღის განმავლობაში 15 ვიზიტს ახორციელებდა. საბოლოო ჯამში ახალგაზრდები ამ ორ რაიონში  დაახლოებით  11 000 ოჯახს ეწვივნენ.

პროგრამის მიზანი, ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული აქტივობების მონიტორინგი და საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაა.

მოხალისეები თითოეულ ოჯახს ეკითხებოდნენ განახორციელეს თუ არა მთავრობის მიერ დარიგებული ქიმიური საშუალებებით წამლობა შესაბამისი ინსტრუქციის დაცვით, თუ გამოიყენეს ფერომონი და კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ მათთვის მიწოდებული ინსექტიციდის გამოყენება საცხოვრებელ სახლებში არ შეიძლება.

პროექტი სურსათის ეროვნული სააგენტოს და USAID – ის ზრდა პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp