ახალგაზრდები პანდემიისას – “ცოდნის კაფე” წნორიდან

“ცოდნის კაფე” წნორში 2016 წლიდან ფუქციონირებს. ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა და ხანდაზმულთა მდგომარეობის შემსუბუქება – მულტიფუნქციურმა საგნმანათლებლო დაწესებულებამ პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძანა.

ახალგაზრდა აქტივისტებმა COVID 19-ის ეპიდემიის დროს მხარდაჭერა ზუსტად იმ ჯგუფებს აღმოუჩინეს, რომელებსაც ვითარება ყველაზე მწვავედ შეეხო. მოსწავლეებს დისტანციური სწავლებისთვის ტელეფონები და პლანშეტები გადასცეს, მარტოხელა ხანდაზმულების გვერდში დგომა კი სხვადასხვა აქტივობებთან ერთად სურსათის მიტანით გამოხატეს.