აჭარის მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო შესაწამლ აპარატებს 80%-იანი თანადაფინანსებით შეიძენს [Video]

არამხოლოდ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ მცენარეთა დაცვისთვის საჭირო 200 ლიტრიანი ტევადობის შემასხურებელ აპარატებს  მოსახლეობა თანადაფინანსების პრინციპით შეიძენს. ფერმერი მოწყობილობაში ღირებულების 20 პროცენტს გადაიხდის, დარჩენილ თანხას კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაფარავს. თუმცა ავთანდილ მესხიძე მოსახლეობას მოუწოდებს რომ, ნუ დაელოდებიან შესაწამლი აპარატების დარიგებას და ფაროსანას წინააღმდეგ მათ ხელთ არსებული ყველა საშუუალება გამოიყენონ.

მავნებლთან ბრძოლის პროცესში განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე  გურიისა და ზუგდიდის შემდეგ აჭარის რეგიონში, დაბა ჩაქვში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელს. შეხვედრაზე მოსახლეობას ააზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს. ადგილობრივების შეკიტხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა უპასუხეს.

დასავლეთ საქართველოს სამ რეგიონში შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდ

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

ავთანდილ მესხიძე – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი;

მზია გორგილაძე – სპეციალისტი ხალას ადმინისტრაციული ერთეულში.