აჭარაში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

ხელვაჩაურის რაიონში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში  გაფართოვდა. საწარმოში საერთო ჯამში 13 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თანხის 40%, 5 200 დოლარი გრანტის სახით გამოიყო, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობამ 60%, 7 800 დოლარი შეადგინა. ინვესტიციის ფარგლებში, კომპანიამ წარმოების გაზრდის მიზნით დამატებითი დანადგარები შეიძინა.

შპს „ლიფლუქსი“ 2015 წელს დაარსდა და წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. როგორც კომპანიის დირექტორმა მარინა მგელაძემ განაცხადა: „ჩვენი პროდუქცია დაარსების დღიდან ექსპორტზე გადის უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთში, რუსეთსა და ინდოეთში, ასევე უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ადგილობრივ სუპერმარკეტების ქსელებში შესვლას“.

საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს.  საწარმოში დასაქმებულია 22 ადამიანი და მოსავალს ყოველწლიურად 60 ადგილობრივი ფერმერისგან იბარებს.

ავტორი:

ნოდარ ლაფანაშვილი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp