აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავი აღნიშნეს

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის 243-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. სტუმრებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა უმასპინძლა. „ჩემთვის დიდი პატივია, მივესალმო აშშ-ის უამრავ მეგობარს. დღეს, საქართველოს წინაშე რთული გამოწვევებია, თუმცა იგი ირჩევს, რომ ამ გამოწვევებს შეუპოვრად გაუსწოროს თვალი. საქართველო ირჩევს დემოკრატიისკენ სწრაფვას, წარმატებული ეკონომიკის შენებასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. მე და ჩემს კოლეგებს საელჩოში, გვეამაყება, რომ ამ ზაფხულს საქართველოში გავატარებთ“ – აღნიშნა ელიზაბეტ რუდმა.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემმ არჩილ თალაკვაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ღონისძიებას მმართველი გუნდის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავენ. ეს დღე, ოფიციალურად, უქმე დღეა. 1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, პენსილვანიაში მიიღეს ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.

სინქრონები:

  • ელიზაბეტ რუდი – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი;
  • სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი;
  • არჩილ თალაკვაძე- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
  • მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp