არის თუ არა გლდანი თბილისი – რა თქვა რეალურად თბილისის მერმა? 

“გლდანში ვცხოვრობდი, რადგან ბინა არ მქონდა თბილისში” – ქართულ მედიასაშუალებებსა და სოციალურ  ქსელში თბილისის მერის კახა კალაძის ინტერვიუდან ეს ციტატა მანიპულაციურად გავრცელდა. სიუჟეტში, რომელშიც, თბილისი მერი საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება ამბობს, რომ თბილისში საკუთარი ბინა არ ჰქონდა რის გამოც გლდანში მამიდასთან ცხოვრება უწევდა.

 რეალურად ციტატას ” “გლდანში ვცხოვრობდი, რადგან ბინა არ მქონდა თბილისში” წინ უძღვის კალაძის ნათქვამი “მამიდასთან მიწევდა ცხოვრება, მამიდა იყო ჩემთვის ყველაფერი – დედაც, მამაც.”

კალაძე სამტრედიიდან თბილისში გადმოსვალზე სხვა გამოსვლებშიც საუბრობს. მაგალითად, 2017 წლის 6 სექტემბერს კალაძე ამბობს შემდეგს: 

“მე ვიყავი სულ რაღაც 13 წლის, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი თბილისში პატარა ბიჭუნა და არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამე მიკრორაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან“ -კახა კალაძე

აღნიშნული მასალა რეალურად გაცილებით ადრე 2021 წლის 26 სექტემბერს გავიდა ეთერში, ეს მანიპულაციური ინფორმაციები კი სოც.ქსელში ახლახან გავრცელდა. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp