ალფრედ ფრენდლის სტიპენდია – ბოლო ვადა 31.08.2019

გეოგრაფია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა


ალფრედ ფრენდლის სტიპენდია (Alfred Friendly Press Fellowships) 25-დან 35 წლამდე განვითარებადი ქვეყნების ჟურნალისტებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას იმუშავონ ამერიკულ რედაქციებში და მიიღონ იქაური გამოცდილება, რომელსაც შემდგომში საკუთარ რედაქციაში დასაქმებულებს გადასცემენ. სტიპენდიის მიზანია ხელი შეუწყოს ამერიკასა და სხვა ქვეყნებს შორის მჭიდრო პროფესიულ თანამშრომლობას. მომდევნო პროგრამა წარიმართება მარტის შუა რიცხვებიდან 2020 წლის სექტემბრის დასაწყისამდე. ის დაიწყება მისურის ჟურნალისტიკის სკოლაში ორკვირიანი სესიით, რის შემდეგაც ჟურნალისტები გაემგზავრებიან სტაჟირებაზე ამერიკის წამყვან რედაქციებში. სტიპენდია მოიცავს მგზავრობის ხარჯებს, სამედიცინო დაზღვევას და საცხოვრებელ ხარჯებს.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ სამწლიანი მუშაობს გამოცდილება, აღნიშნულ მომენტში მუშაობდენენ ჟურნალისტად სრულ განაკვეთზე, და კარგად ფლობდნენ ინგლისურს, როგორც სასაუბრო ისე წერით დონეზე.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 31 აგვისტო 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp