აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სეს-ს USAID-მა 17 ტრაქტორი და პერსონალური დამცავი აღჭურვილობა გადასცა [Video]

დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად USAID-მა სურსათის ეროვნულ სააგენტოს 17 ერთეული ტრაქტორი, რომელიც აღჭურვილია პესტიციდების გაფრქვევის უსაფრთხო სისტემით და პერსონალირო დამცავი აღჭურვილობა გადასცა. სპეციალიზებული ტექნიკის და აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ამერიკის მთავრობამ მავნებელთან პროძის პრიცესში ქართულ მხარეს უკვე ორი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში მიმიდნარე სამუშაოები შეაფასა. როგორც ლევან შონია ამბობს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებული წამლობის შედეგი ეფექტურია.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ელიზაბეთ რუდი – აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ნოდარ კერესელიძე – გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
  • ლევან შონია – სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორი;
  • ზურაბ ჩეკურაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი.