აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია – შეხვედრა ზუგდიდში [Video]

0

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაზე 22 თებერვალს ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინიციატივით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

მოსახლეობის შეკითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადილე ზურაბ ლიპარტია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი პასუხობდნენ. შეხვედრის მონაწილეებს 2018 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა სახელმწიფოსთან ერთად, რათა ჩატარებული სამუშაოები ეფექტური გამოდგეს.გამომდინარე იქედან, რომ ფაროსანას გავრცელების მასშტაბები დიდია, მოსახლეობა შიშობს, რომ სამუშაოების ჩატარება შესაბამის ვადებში ვერ მოხდება. ფერმერებს შენიშვნები და კითხვები აქვთ ხელისუფლებასთან,ისინი კონკრეტულ პასუხებს და მეტი გამჭვირვალობისთვის მონიტორინგის ჩატარებას ითხოვენ.მონიტორინგის აუცილებლობაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეც. ზურაბ ლიპარტია აცხადებს, რომ მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება სრულმასშტაბიანი მონიტორინგი.სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა მავნებლის სიცოცხლის ციკლსა და მოსახლეობის მიერ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩასატარებელი მექანიკური ღონისძიებებზე ისაუბრა. რაც შეეხება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიას, ითვალისწინებს საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნას, სადაც მავნებლის ბუნებრივი მტრებისა და პარაზიტების შესწავლა-დაკვირვება მოხდება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განსახორციელებლად.

წყარო: TVodishi.

Comments are closed.