აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური წამლობა – ტოქსიკოლოგები უსაფრთხოების ნორმების დაცავის აუცილებლობაზე [Video]

0

აზიური ფაროსანას წინააღმდეგქიმიური წამლობა სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის განადგურებისთვის სპეცილისტების რჩევით, ყველაზე ეფექტური ბიფენტრინის შემცველი პრეპარატებია. ამავე შემცველობის ქიმიურ საშუალებებს იყენებს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების შესაწამლად.

იმისთვის, რომ  ტერიტორიის ქიმიური დამუშავებისას  ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე არაერთი საინფორმაციო მასალა მომზადდა, თუმცა მოსახლეობის მხრიდან კვლავ რჩება კითხვები.

ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენაციისთვის ტოქსიკოლოგს დავუკავშირდით. თემურაზ კობიძე განმარტავს, რომ ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები სინთეზური პირეტროიდების ჯგუფს განეკუთვნება. ის მწერებსა და ფეხსახსრიანებში  ნერვ-კუნთოვანი სისტემის მოშლას იწვევს, რაც საბოლოოდ მავნებლს კლავს. პრეპარატი, შესხურებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო.  შეწამვლისას საჭიროა ხელთათმანის, დამცავი ტანსაცმლის და სათვალის, რესპირატორის გამოყენება.

სპეცილისტი მოსახლეობას ურჩევს რომ მოწამვლის პირველი სიმპტომების შემთხვევაში  სამედიცინიო დაწესებულებას მიაკითხოს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • თეიმურაზ კობიძე – ტოქსიკოლოგი;
  • ინგა ღვინერია – ტოქსიკოლოგი.

 

 

Comments are closed.