აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ხე-მცენარეების ქიმიური დამუშავება  ყვავილობისას არ შეიძლება [Video]

0

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატები  დაურიგდა და შესაბამისი მოხმარების წესებიც გადაეცა, ადგილობრივების ნაწილს ამ მიმართულებით კითხვები მაინც რჩებათ.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია – გაზაფხულზე, როდესაბ ბაღლინჯო გამოზამთრების მერე კვლავ ბაღებში ბრუნდება, როდის უნდა გამოიყენოს ფერმერმა პრეპარატი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტაენტის უფროსის თქმით, მაშინ როდესაც მცენარე ყვავის, უნდა მოვერიდონ ქიმიური საშუალებებით შეწამვლას, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც მცენარეზე ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფუტკარზე, რომელიც ყვავილის ნექტარით იკვევბება.

სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები გაზაფხულზე მცენარის აყვავებამდე ან დაყვავილების მერე განახორციელონ.

ამ საკითხზე გადაცემა „აგრო სიახლეების“ სპეციალურ დისკუსიში იმსჯელეს.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. გადაცემა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

სინქრონები:

ნიკოლოზ მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტაენტის უფროსი.

 

 

 

 

 

 

Comments are closed.