აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა –  მოსახლეობის ჩართულობა [Video]

0

თანამედროვე ტექნოლოგიებით თხილის მოვლა-მოყვანა, დაავადებებთან და მავნებელთან ბრძოლის მიზნით დროული შეწამვლითი ღონისძიებების ჩატარება და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა,-ამ საკითხებზე ზუგდიდელ ფერმრებს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ  მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული და აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ყველა საშუალება გამოიყენოს. მისი თქმით, ასევე აუცილებელია რომ ფერმერებმა გაატარონ აგროტექნოლოგიური ღონისძიებები შესაბამისი ვადების დაცვით და  განახორციელონ შეწამვლა თხილის კულტურის სხვადასხვა დაავადებებისგან დასაცავად. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ საჭიროა მათთვის უფრო დეტალური და პრობლემაზე კონცენტრირებული ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლოს სრატეგიულ ხედვაზეც ისაუბრეს. დოკუმენტი სამ ძირითადად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია და  ინფორმირებულობის გაზრდა; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ასევე დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

სინქრონები:

რევაზ ასათიანი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

 

 

 

Leave A Reply