აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე [Video]

აბაშის მუნიციპალიტეტში,  სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში  სიმინდის ნათესები   6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ  სადაც შესაძლებელი იყო  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება,    ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. სეს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით  დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონები:

  • ლაშა მიმინოშვილი – სოფელ ნორიოს მაცხოვრებელი;
  • ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი.