ადამიანის უფლებები – ევროკავშირი 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს

10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დეკლარაცია 1948 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, მიუკერძოებელი სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. და ეს უფლებები თითოეულ ადამიანს ენიჭება განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ რაიმე სხვა სტატუსისა.

ადამიანის უფლებებზე სამყარო კიდევ უფრო დააფიქრა კოვიდ19-ით გამოწვეულმა პანდემიამ. რომელმაც კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა. მოცემულობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ახალ პროექტი დაიწყო დაიწყო, რისთვისაც ჩვენი ქვეყნისთვის 3 მილიონი დოლარი გამოყო.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp