ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი – ვადა 01.09.2020

გეოგრაფია – მსოფლიო

People in Need, ჩეხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობის მიზნით, იწყებს  განცხადების მიღებას. ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 2021 წლის 4-13 მარტს პრაღაში გაიმართება.

პროგრამაში შედის სამი კონკურსი და მრავალი თემატური კატეგორია. ფილმების შერჩევისას, კომიტეტი განიხილავს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით წარმოჩენილ თემას, ისე ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებებს.  ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სრულმეტრაჟიანი ან მოკლემეტრაჟიანი (არანაკლებ 40 წუთისა);
  • მოკლე დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმები ბავშვებისათვის;
  • ინტერაქტიული ფილმები ვირტუალური რეალობისთვის;
  • ინგლისურენოვანი ან ინგლისური სუბ-ტიტრების მქონე ფილმები;
  • 2019-2020 წლებში გადაღებული ფილმები.

ფესტივალის ორგანიზატორებთან შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია დაუსრულებელი ფილმების მიღებაც

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 1 სექტემბერი 2020 წ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp