აგრო ლაბორატორიული უნარების გაუმჯობესება პროექტი

„აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით ხელი შეუწყოს აგრარული და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ევროკავშირთან ახლახანს ასოცირებული წევრი-ქვეყნების ტესტირებისა და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტების მომზადება/გადამზადების გზით, კერძოდ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვეთში.

საქართველოდან პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

აგრო ლაბორატორიული უნარების გაუმჯობესება სტუდენტებისთვის

✌️აგრარული და კვების სექტორის სპეციალისთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება აღმოსავლეთ ევროპაში👓 რას აძლევს და რას პირდება ERASMUS + პროექტი AG-LAB მოქმედ და მომავალ სტუდენტებსJRC • ჟურნალისტიკის რესურსცენტრი მიესალმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი-Caucasus International University ერთობლივ უნიკალურ პროგრამას

Posted by აგრო სიახლეები on ორშაბათი, 03 დეკემბერი, 2018