აგროჟურნალისტიკის სასწავლო მოდულის პრეზენტაცია “თსუ”-ში. 2016 წელი.

აგროჟურნალისტიკა:  ახალი სასწავლო კურსი  მომავალი ჟურნალისტებისთვის .

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის   პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას 14 უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო, მათგან 6 სასწავლებელში, აგროჟურნალისტიკა, სასწავლო კურიკულუმში უკვე ინტეგრირდა.  აღნიშნული საგნის დამკვიდრების სურვილი კიდევ  8  უნივერსიტეტის წარმომადგენელმა  გამოთქვა.

ღონისძიებაზე მოდულის ავტორები და რედაქტორები   დამსწრე საზოგადოებას აგროჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე  ესაუბრნენ. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში აგროჟურნალისტიკის ფუნქციას.

იდეის და პროექტის ავტორი “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრია”.  სასწავლო მოდულზე აგროექსპერტები და ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორები მუშაობდნენ.  ფინანასური მხარდაჭერა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CIROS-ის ,,მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამამ უზრუნველყო. პარტნიორები არიან რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და რეგიონული მედიის ასოციაცია.