აგროგილდია – დეკლარაცია

თბილისი 2018

მედიაორგანიზაცია/ჟურნალისტი

  • პასუხისმგებლობით ეკიდება სოფლის მეურნეობის საკით­ხების გაშუქებას და საქმიანობისას მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას.
  • მიუღებელია სოფლის მეურნეობის საკითხების სენსაციური გაშუქება.
  • მოვალეა არ დაუშვას სოფლის მეურნეობის არაზუსტი გაშუქება, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება.
  • უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევს, თუ სოფლის მეურნეობის საკითხების არასწორი გაშუქებით ზიანი მიადგა ფერმერს, სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულებას.

სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს ორგანიზაციები, ფერმერული მეურნეობები თუ სამთავრობო ინსტიტუტები

  • ვალდებულნი არიან ინფორმაციის ღიაობით, პროაქტიული გავრცელებითა და ხელმისაწვდომობით, ხელი შეუწყონ სოფლის მეურნეობის გამშუქებელ რედაქციებსა და ჟურნალისტებს, საქმიანობის ეფექტურობაში.
  • ესმით რა სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში განვი­თა­რებაზე ორიენტირებული კომუნიკაციის მნიშვნელობა, მცდე­ლობა არ უნდა მოაკლონ მასკომუნიკაციური პროექტების მდგრადიბისა და პროდუქტიულობის მხარდაჭერას.
  • ყურადღებით აკვირდებიან სოფლის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემატიკას და აცხადებენ მათზე რეაგირების მზაობას.

საგანმანათლებლოკვლევითი დაწესებულებები

  • აცბობიერებენ რა სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, ხელს უწყობენ კვლევითი პროექტების განხირციელებას, ცოდნის შექმნასა და გადაცემას, დარგში დასაქმებულ ან დასაქმების მსურველ პირთა პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

აგროგილდიის აქტორები ადასტურებენ მხარეების განსაკუთ­რე­ბულ როლს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და გამო­ხატავენ მზაობასდარგში არსებული პრობლემების გადაჭრისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებისთვის თანა­მშ­რომ­­ლობაში.